HR-მენეჯმენტი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

სასწავლო კურსი-ადამიანური რესურსების მართვა

დაშვების წინაპირობები-სასწავლო კურსს შესწავლის წინაპირობები არ გააჩნია.

სასწავლო კურსის მიზნები-კურსის მიზანია სტუდენტებს აუხსნას კერძო და საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენების მეთოდები, პროცედურები და პრაქტიკა, მოახდინოს შედარებითი ანალიზი საჯარო და კერძო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის პროცესისათვის დამახასიათებელი სპეციფიური ასპექტებისა, რათა სტუდენტები ჩაწვდნენ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების თავისებურებებს, კერძო და საჯარო სექტორში კადრებით უზრუნველყოფის მეთოდებს შრომის ბაზრის ცვალებადი კონიუნქტურის პირობებში.

სწავლის შედეგები-კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ შემდეგი ზოგადი და  დარგობრივი ცოდნა, კომპეტენცია და შესაძლებლობა:

ცოდნა და გაცნობიერება        :

  • იცის კერძო და საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის პროცესისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ასპექტები, მათ შორის დასაქმების ეტაპები და სპეციფიკა, ადამიანური რესურსების საჭიროებები, მრავალფეროვნების მართვის სპეციფიკა, შრომის ანაზღაურების და კომპენსაციის თანამედროვე მიდგომები, ორგანიზაციული სტრუქტურა და რანგირება;
  • გაცნობიერებული აქვს სამუშაოს აღწერის ჩატარებისა და სამუშაო ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენების თავისებურებები;
  • იცის რომელი სამართლებრივი აქტებით რეგულირდება ადამიანური რესურსების მართვა საქართველოში;
  • აცნობიერებს საჯარო სამსახურის რეფორმის არსს;
  • აცნობიერებს ემოციური ინტელექტის როლს დასაქმების კონტექსტში;
  • აცნობიერებს მოტივაციის მნიშვნელობასა და აქვს ცოდნა მოტივაციის სხვადასხვა ტიპების შესახებ;
  • გაცნობიერებული აქვს ორგანიზაციაში დასაქმებულისთვის პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობის არსებობის მნიშვნელობა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი :

  • შეუძლია საჯარო და კერძო სექტორში ადამიანური რესურსების დაკომპლექტებისა და მართვის პროცესში არსებული კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ეფექტური მიდგომებისა და გზების მოძიება და სხვადასხვა მეთოდის გამოყენება სასურველი შედეგის მისაღწევად;
  • შეუძლია მატერიალური და არამატერიალური მიდგომების გამოყენებით დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება;
  • შეუძლია შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით შეფასების განხორციელება;
  • შეუძლია კერძო და საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების სფეროში არსებული საჭიროებების გაანალიზება, შეფასება და შერჩევა;
  • ფლობს გასაუბრების ტექნიკას და შეუძლია გასაუბრების სწორი ტექნიკით წარმართვა.

 

დასკვნის უნარი            :

  • შეუძლია ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული რთული და არასრული ინფორმაციის, მიკრო, მაკრო და გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესების კრიტიკული ანალიზი და არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება;
  • შეუძლია კერძო და საჯარო სექტორის საჭირო თანამშრომლებით უზრუნველყოფის ანალიზი, არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება;
  • შეუძლია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის ანალიზი და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული არგუმენტირებული დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.

 

კომუნიკაციის უნარი :

  • აქვს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის და მონაცემების მოძიების, ანგარიშის მომზადების და წარდგენის უნარი;
  • შეუძლია საკუთარი იდეების, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშრებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება.

 

სწავლის უნარი             :

  • აქვს უნარი, მოიძიოს სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ საჭირო ინფორმაცია, როგორც აკადემიური ლიტერატურიდან, ისე ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით, სწავლის შემდგომი დაგეგმვის მიზნით;

 

ღირებულებები             :

  • შეუძლია გაითავისოს და პატივი სცეს ადამაინური რესურსების მრავალფეროვნებას, აქედან გამომდინარე სტუდენტს გათავისებული აქვს და შეუძლია შეაფასოს ამ ღირებულებებისადმი სხვების დამოკიდებულება;
  • შეუძლია გაითავისოს განვითარების თანაბარი შესაძლებლობების დანერგვის მნიშვნელობა.

 

სწავლების / სწავლის მეთოდები      :

ლექცია

  • პრეზენტაცია
  • დემონსტრირება
  • ინდუქცია
  • დედუქცია
  • შემთხვევების შესწავლა
  • ელექტრონული რესურსით სწავლება

სამუშაო ჯგუფში მუშაობა

  • დისკუსია/დებატები
  • პრეზენტაცია
  • წიგნზე მუშაობა
  • დემონსტრირება
  • გონებრივი იერიში
  • შემთხვევების შესწავლა
  • სიმულაცია
  • როლური და სიტუაციური თამაშები
  • ელექტრონული რესურსით სწავლება

სემინარი

  • პრეზენტაცია
  • დისკუსია/დებატები
  • გონებრივი იერიში
  • ელექტრონული რესურსით სწავლება

დამოუკიდებელი მუშაობა

  • წიგნზე მუშაობა
  • ინდუქცია
  • დედუქცია
  • ანალიზი
  • სინთეზი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • შემთხვევების შესწავლა
  • პრეზენტაციის მომზადება
  • ელექტრონული რესურსით სწავლება

 

What You'll Learn