მოლარე ოპერატორის კურსი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

კურსის შესახებ

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბანკებში და საკრედიტო დაწესებულებებში(მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები) იზრდება მოთხოვნები საოპერაციო და სალარო მენჯმენტის მიმართ,  შესაბამისად იზრდება რისკებიც საკრედიტო დაწესებულებების მოლარე-ოპერატორებისათვის, რაც შესაბამისი კონტროლის კრიტერიუმების განსაზღვრის გარეშე შეუძლებელია; აქედან გამომდინარე, საბანკო ტრენინგ ცენტრი, როგორც სპეციალიზირებული საბანკო სწავლების ინსტიტუტი იწყებს მოლარე-ოპერატორის  კურსს, სალარო და საოპერაციო მენეჯმენტში.

ტრენინგის მიზანია მსმენელებს, ვისაც საკრედიტო დაწესებულებებში მოლარედ ან მოლარე-ოპერატორად სურს მუშაობის დაწყება შეასწავლოს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პრინციპები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო დაწსებულებებისათვის დადგენილი არსებული მოთხოვნები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია შეასწავლოს კონტროლის მენეჯერული ფუნქცია, რომლის დაგეგმვა და განხორციელება  მოიცავს განსაზღვროს კონტროლის არსი და   კონტროლის   ფორმები   საკრედიტო დაწესებულებებში.
ტრენინგი განკუთვნილია მათთვის(როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური განათლების მქონე პირები, სტუდენტები, მაგისტრანტები) ვისაც საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში სურს მუშაობა მოლარედ ან მოლარე-ოპერატორად, აგრეთვე საფინანსო ინსტიტუტების(საკრედიტო კავშირები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, ლობრადები, სხვა დაწესებულებების სალაროს მუშაკები) იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სალაროს ოპერაციებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ფულადი ოპერაციების წარმოებას, აგრეთვე კლიენტებთან სწორი საკომუნიკაციო პოლიტიკის წარმართვას.
კურსი მოიცავს ;

  • სალაროს კვანძის მოწყობა და ტექნიკური გამაგრების მოთხოვნები
  • ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოების წესები
  • ნაღდი ფულის ამოღება და საკასო ფლოუტი.
  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება
  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების გაცემა
  • ფულადი ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრა;
  • ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და შეფუთვის წესები

სალაროს ოპერაციებთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზაცია(გაგრძელება):

  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასირება
  • დღის განმავლობაში შესრულებული ოპერაციების აღრიცხვა, საბუთების დამუშავება
  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვა
  • ფასეულობათა რევიზია – სალაროს მოულოდნელი ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან;

საბანკო ანგარიშები და მათი გახსნის თავისებურებები:

  • უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები;
  • დოკუმენტური ოპერაციები ბანკებში;
  • საბანკო ანგარიშების სახეები და მათი გახსნის პირობები;

საბანკო ანგარიშების მომსახურების პირობები:

  • ბანკის კლიენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები) დამატება;
  • ბანკის არაკლიენტთა ცნობარში მონაცემების დამატება და მისი მნიშვნელობა;
  • ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები;
  • საანაბრე ანგარიშები სახეები, საანაბრე პროდუქტის შექმნა;
  • საგადახდო დავალება;

მონაცემთა ბაზაში კლიენტის პირადი მონაცემების და სხვა ოპერაციების გატარება:

  • საჩეკო ოპერაციები, მათი გატარება და საჩეკო წიგნაკების გამოწერა;
  • პლასტიკური ბარათების სახეები და მათი დამატების წესები:
  • სავალუტო ოპერაციები
  • სესხის ადმინისტრირება;
  • ფინანსური დოკუმენტაციის მართვა;
  • სასესხებო პორთფელთან და საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციები;

ფულადი ნაკადების აღრიცხვა და კონტროლი.

  • ფულადი ნაკადების კონტროლი
  • პრაქტიკული სავარჯიშობის შესრულება

ლარის ვალუტის დამცავი ნიშნების შესწავლა;
უცხოური ვალუტის(აშშ დოლარი) დამცავი ნიშნების შესწავლა;
უცხოური ვალუტის(ევრო)  დამცავი ნიშნების შესწავლა;

კურსის   ხანგრძლივობა   მოიცავს   თვე   ნახევარს.

What You'll Learn