You are currently viewing უმოკლესი გზა დასაქმებისკენ – პროფესიული განათლება

უმოკლესი გზა დასაქმებისკენ – პროფესიული განათლება

ინტერვიუ ბიდისი აკადემიის ხელმძღვანელთან ქალბატონ ნათია შათირიშვილთან.

რა არის ბიდისი აკადემიის მიზანი?

ბიდისი აკადემიის მისიაა საქართველოში უმაღლესი აკადემიური და პროფესიონალური სტანდარტების დამკვიდრება განთლების სფეროში. გამომდინარე იმ პროფესიული სფეროებიდან, რომლებშიც ბიდისი აკადემია საგანმანათლებლო და სხვა სახის პროგრამებს ახორციელებს  მრავალწლიანი გამოცდილებიდან ჩამოყალიბებული ტრადიციებიდან და ნოვატორული მისწრაფებებიდან, რაც  აკადემიის  გამორჩეული მახასიათებელია, აკადემიის  მიზანია, დაამკვიდროს საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლებისა და აკადემიური კვლევის ისეთი დონე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, პროფესიული ეთიკის დამყარებას და საქართველოს ევროპულ სამყაროში ინტეგრაციას.

რას ემსახურება ბიდისი აკადემიის პროგრამები და პასუხობს თუ არა არსებულ გამოწვევებს?

არსებობის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით ბიდისი აკადემია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

ჩვენი საგანმანათლებლო და სერტიფიცირებული პროგრამები სრულად პასუხობს თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. აკადემიაში მიმდინარე კვლევითი და საგამომცემლო მუშაობა საზოგადოებისათვის მწვავე საკითხებზე  ექსპერტული პოზიციის დაფიქსირების და საჯარო დისკუსიისა და დებატების საშუალებას იძლევა.

რა არის აკადემიის ძირითადი ფასეულობები?

მთავარი ფასეულობები:

– აზრის გამოხატვის თავისუფლება;

– პიროვნების დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

– პროფესიონალიზმი;

– ღირსების კოდექსის განუხრელი დაცვა;

რა განასხვავებს ბიდისი აკადემიას სხვა სასწავლო დაწესებულებებისგან?

ბიდისი აკადემია არის პროგრესისა და თანამედროვე მიღწევების, სიახლეების შემომტანი და განმახორციელებელი – ის გამოირჩევა პროგრესულობით, სიახლეების დანერგვით, წინ უსწრებს ქვეყანაში არსებულ მიდგომებსა და ტენდენციებს.

დასავლური განათლების, კულტურისა და ღირებულებების ცენტრი – ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური განათლების, კულტურისა და ღირებულებების დანერგვაში, რაც გულისხმობს: თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას, სტაბილურად მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას, სტუდენტებისათვის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი უნარების ჩამოყალიბებასა და საჭირო ცოდნის გადაცემას.

ქვეყნის პროგრესული განვითარების მნიშვნელოვანი საყრდენი – ა) ის ფლობს ღირებულ საექსპერტო ცოდნასა და კომპეტენციას და ასრულებს მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, რის გამოც მასთან თანამშრომლობა ღირებულია როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო სექტორისთვის; ბ) ბიდისი აკადემიის  კურსდამთავრებულები საქმდებიან წამყვან პოზიციებზე და ხელს უწყობენ ქვეყანაში პროგრესული იდეების, მიდგომებისა და ტენდენციების განვითარებას.

სასერთიფიკატო კურსები რომლებსაც ატარებს ბიდისი აკადემია:

უცხო ენები. ინგლისური, რუსული გერმანული,

ბუღალტერიის სრული კურსი ( თეორია  კომპიუტერული პროგრამა ფინა , ორისი, პრაქტიკული ბუღალტერია)

საბანკო საქმე, საფინანსო, საგადახადო საქმე. (სტაჟრება ბანკებსა დს ამიკრო საფინანსო ორგანზაციებში.)

ჟურნალისტიკა. მედია მენეჯმენტი (სტაჟირება ტელევიზიაში)

ოფის მენეჯერი, სტაჟირება სხვა დასხვა  ორგანიზაციებში.

გაყიდვები,

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები,

კულინარია, სტაჟირება სასტუმროებსა და რესტორნებში.

მეტყველება,

ტურიზმის მენეჯმენტი, ტურისტულ ორგანინზაციაში

სასტუმროების მენეჯმენტი,

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, საექთნო. სტაჟრება კლინიკაში.

ხელოვნება. ( ხატვა, ქარგვა, ძერწვა,ბისერებით მუშაობა, ქვილთი,თექა.)

მარკეტინგი

ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცია სტაჟირება აფთიაქებში.

ოპერაციული სისტემები

ინფორმაციული უსაფრთხოება

IT ქსელი

Oracle

მონაცემთა ბაზის დეველოპმენტი

Cisco IT Essentials

CISCO CCNA

პროექტის მართვა

არქიტექტურა დიზაინი.

საოფისე პროგრამები.

ტექნიკური ინგლისური.

კომპიუტერული სისტემები და ქსელები.

რა პერიოდში და რამდენად სრულფასოვანი განათლების მიღებაა შესაძლებელი ბიდისი აკადემიაში?

,,ბი დი სი’’ აკადემია მაქსიმალურად ამომწურავ ცოდნას აძლევს დაინტერესებულ პირებს, რაშიც ხელს უწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების მუშაობა. მოკლე და გრძელვადიანი  ტრეინინგის პრიორიტეტია–– მინიმალურ დროში მაქსიმალურად საჭირო და გამოყენებადი განათლება მიიღოს მსმენელმა, მიზანია მოამზადოს კადრები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან თანამედროვე დამსაქმებლების გაზრდილი მოთხოვნების პირობებში.

სასწავლო პროცესის მეთოდოლოგია: ლექცია – სემინარი; პრეზენტაცია; ინტერაქტიული მეცადინეობები; როლური თამაშები; სიმულაცია; მყშაობა ჯგუფებში. სასწავლო პრაქტიკა; დემონსტრირების მეთოდი; მონაცემთა ანალიზი; კაზუსების განხილვა; სიტუაციური ანალიზი; ინდივიდუალური მუშაობა; დისკუსია; დებატები.

როგორი შანსები აქვთ ბიდისი აკადემიის კურსდამთავრებულებს დასაქმების ბაზარზე?

სწავლების მაღალი დონე და პედაგოგების კვალიფიკაცია სავსებით გამორჩეულ კანდიდატებს სთავაზობს დამსაქმებლებს . დევნილთათვის და  სოციალურად დაუცველთათვის შემდეგ აქტივობებს: ადგილობრივი მოხელეების გადამზადების ტრენინგ კურსები, საკონსულტაციო მომსახურება და კვლევა, სტრატეგული დაგეგმვა და ორგანიზაციული განვითარება, ცნობიერების ამაღლება, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება, პროექტების მოზიდვა რეგიონებში მოსახლეობის დასაქმების მიზნით, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება, რეგიონული ქსელების განმტკიცებას და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბიდისი აკადემიის კურსდამთავრებულებს შორის უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მსმენელი არ არსებობს. აკადემიის მიზანია დაეხმაროს თითვეული მსმენელს შემდგომ დასაქმებაში.სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

რამდენი ფილიალი აქვს ბიდისი აკადემიას და სად?

ბიდისი აკადემიას უკვე 4 ფილიალი აქვს საქართველოს მასშტაბით.სექტემბრის შუა რიცხვებიდან გორის ფილიალი დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც  გადამზადების საფუძველზე დასაქმდება წარმატებული დევნილი კურს დამთავრებულები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ ბიდიის აკადემიის ფილიალებში – თბილისში, გურიაში, მარნეულში და სულ მალე გორშიც.

ტრეინინგებზე  რეგისტრაციისთვის მურველები უდნა დაგვიკავშირდნენ

თბილისი, აღმაშენებლის #172 ტელ: 251-47-30 / 593 000 684 / 5(93) 25-25-08 e-mail: bdc.academy@gmail.com