You are currently viewing ბიდისი აკადემიის წარმატებული მსმენელები  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმდებიან

ბიდისი აკადემიის წარმატებული მსმენელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმდებიან

,,ბიდისი“ არის საერთაშორისო საგანმანათლებლო აკადემია, რომლიც 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და განათლების მსურველებს სთავაზობს საგანმანათლებლო მიმართულების ფართო სპექტრს. 100-ზე მეტი პროფესიონალით და 5 ფილიალით არის საქართველოს   ტერიტორიაზე წარმოდგენილი  თბილისი, გორი,ქუთაისი, ბათუმი, თელავი . საქართველოში ,,ბიდისი“ აკადემიას  წამყვანი პოზიცია უკავია საგანმანათლებლო სექტორში.

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა და გსურთ თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ,  განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ ნებისმიერ სფეროში, სამომავლოდ სხვადსხვა მიმართულებების წარმატებით წარმართვაში, მაშინ აუცილებლად უნდა ისწავლო საერთაშორისო საგანმანათლებლო აკადემია ,,ბიდისიში“.

რამდენიმე დღეა საერთაშორისო საგანმანათლებლო აკადემია ,,ბიდისიმ“ ხელშეკრულება გააფორმა ,, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან’’ რომლიც მიზნად ისახავს პრაქტიკულად გადაამზადოს კულინარიის კურსდამთავრებული მსენელები შემდგომ  წარმატებული   კურსდამთავრებული მსმენელების  დასაქმების გარანტიით .

საერთაშორისო საგანმანათლებლო აკადემია ,,ბიდისის“ რექტორი- ნათია შათირიშვილი: ჩვენ კურსდამთავრებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობები გაიარონ. ,,ბიდისიში“ სწავლა კიდევ ერთი წინ გადადგმული წარმატებული ნაბიჯია. ჩვენ სხვადასხვა კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, ინტენსიურად გვთხოვენ მივაწოდოთ გადამზადებული კადრები შემდგომი დასაქმებისთვის.  ,,ბიდისი“ აკადემია საინტერესო და მეგობრულ გარემოს გთავაზობთ, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ,,ბიდისი“  აკადემიის ტრენინგებით.

  აკადემიაში მსმენელთა მიღება   როგორც   ონლაინ ასევე  აუდიტორიულ სწავლებაზე  ინტენსიურად მიმდინარეობს