ევროპული განათლების აკადემია ბიდისი

ბიდისი აკადემიის მისია, მიზნები, ამოცანები.

აკადემიის მისიაა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შექმნას ეროვნული ღირებულებების მატარებელი ისეთი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რომელიც ადაპტირებული იქნება არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და მის მოთხოვნებთან , არამედ შესაბამისობაში იქნება ევროპულ საგანმანათლებლო სტატიებთან.

აკადემიის მიზანია თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური, კულტურულ, შრომითი და სულიერ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას სპეციალისტებად, არამედ ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ფორმირებას -გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრნი. დასახული მისიისა და მიზნების შესაბამისად.აკადემიის ამოცანებია; ა) საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება. ბ) საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა; გ) მაღალ კვალიფიციური აკადემიური პერსონალის ,მოწვეული აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისაგან შემდგარი გუნდის შექმნა ; დ) აკადემიის ადმინისტრაციის დაკომპლექტება პროფესიონალებით; ე) აკადემიის თანამშრომელთა ( როგორც ადმინისტრაციის , ასევე აკადემიური, მოწვეული პროფესიონალისა და მოწვეული ლექტორების ) პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა; ვ) ზოგად საკაცობრიო ღირებულებების დანრეგვა და გამომუშავება სწავლების პროცესში;ზ) სწავლებისა და არზრდის პროცესის მუდმივი სრულყოფა; თ) აკადემიის მსმენელების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აღზრდა; ი) შრომის ბაზრის მიერ მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა. კ) მსმენელთა და პოტენციურ დასაქმებულთა ურთიერთკავშირის მექანიზმის დანერგვა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა; ლ) საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიის ადაპტაციისათვის შსაბამისი ღონისძიებების გატარება; ნ) სვა და სხვა ტიპის სასწავლო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება; ო) აკადემიის მსმენებისათვის მათი პიროვნული ზრდისთვის ხელშემმწყობი სხვა და სხვა ღონისძიებების განხორციელება; პ) უცხოელი აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის აკადემიაში სწავლისათვის კომფორტული გარემოს შექმნა. ჩვენი დევიზია ``Be Different Candidate`` გახდი გამორჩეული კანდიდატი. ჩვენ გამოგვცადა დრომ.