ევროპული განათლების აკადემია ბიდისი

სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს სასწავლო ცენტრში შეღავათებით სარგებლობა შეეძლებათ

საქართველოს შეიარაღებული ძალები 27 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამ თარიღთან დაკავშირებით გორის ევროპული განათლების აკადემია ,,ბიდისი“ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს (მათ შორის დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს) ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნათია შათირიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კატეგორიის ოჯახის წევრებს 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის საშუალება აქვთ სასურველ კურსზე. ბიდისი აკადემია მსმენელებს 20-მდე მიმართულებას სთავაზობს, მათ შორის ბუღალტერია, საექთნო, ფარმაცია, ტურიზმი, კულინარია ოფის მენეჯერი და ა.შ. სათანადო სერტიფიკატის გადაცემასთან ერთად კი, ხელს უწყობს მათ სტაჟირების პროგრამაში ჩართვასა და დასაქმებას. ფასდაკლების აქცია მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

,,მოგეხსენებათ, რომ გორი სამხედრო ქალაქია.სამხედრო მომსამსახურეთა ოჯახებს აქამდეც არაერთხელ გავუწიეთ სხვადასხვა სახის შეღავათები, შეძლებისდაგვარად. გასულ წელს გადავამზადეთ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის ოჯახიდან კადრები, მათ შორის გვყავს დასაქმებულებიც, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან მათდამი პატივისცემის გამოხტვის ერთ-ერთი ფორმაა”, -ამბობს გორის ევროპული განათლების აკკადემია ბიდისის დამფუძნებელი და დირექტორი ნათია შათირიშვილი.

%d bloggers like this: