ევროპული განათლების აკადემია ბიდისი

საზღვარგარეთ სწავლა ანაზღაურებადი სტაჟირებით

ევროპული განათლების აკადემია ,,ბიდისის“ და ბერძნული კომპანია ,,ნობილის აირ გრუპს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს იმ ადამიანების ხელშეწყობას,რომლებსაც განათლების მიღება საზღვარგარეთ სურთ და ფინანსური შესაძლობლობების გამო ამას ვერ ახერხებენ. აღნიშნული პროგრამით დაინტერესებულ პირებს შანსი ეძლევათ ერთთვიანი სწავლების შემდეგ ხუთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება საბერძნეთში გაიარონ.

,,კურსი არის მათთვის განკუთნილი ვისაც სურვილი აქვს კვალიფიკაცია აიმაღლოს ტურიზმის კულინარიისა და სასტუმროების მენეჯმენტის მიმართულებით. მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელი ადგილებითა და ერთჯერადი კვებით. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი. აქვე ერთი შენიშვნა, სწავლის მსურველი უნდა ფლობდეს ბერძნულ ან ინგლისურ ენას“, – აცხადებს ბიდისი აკადემიის ხელმძღვანელი ნათია შათირიშვილი.

ბერძნული კომპანია ,,ნობილის აირ გრუპ’’ -ი ფუნქციონირებს 2004 წლიდან დღემდე და თანამშრომლობს ინდოეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, იტალიისა და სხვა მსოფლიოს სხვა ქვეყნების განათლების ცენტრებთან.

ბიდისი აკადემიის მისია, მიზნები და ამოცანები 

აკადემიის მისიაა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, შექმნას ეროვნული ღირებულებების მატარებელი ისეთი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ადაპტირებული იქნება არამხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და მის მოთხოვნებთან, არამედ შესაბამისობაში იქნება ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან.

აკადემიის მიზანია თითოეული სტუდენტის ინტელექტუალურ, კულტურულ, შრომით და სულიერ მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ არამხოლოდ თავისი საქმის მაღალ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად, არამედ ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ფორმირებას – გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრნი.

ქვეყნდება გავრცელების სერვისით 2

 

დასახული მისიისა და მიზნების შესაბამისად, აკადემიის ამოცანებია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა;

გ) მაღალ კვალიფიციური აკადემიური პერსონალის, მოწვეული აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისაგან შემდგარი გუნდის შექმნა;

დ) აკადემიის ადმინისტრაციის დაკომპლექტება პროფესიონალებით;

ე) აკადემიის თანამშრომელთა (როგორც ადმინისტრაციის, ასევე აკადემიური, მოწვეული პერსონალისა და მოწვეული ლექტორების) პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;

ვ) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დანერგვა და გამომუშავება სწავლების პროცესში;

ზ) სწავლებისა და აღზრდის პროცესის მუდმივი სრულყოფა;

თ) აკადემიის სტუდენტების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აღზრდა;

ი) შრომის ბაზრის მიერ მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა;

კ) სტუდენტთა და პოტენციურ დამსაქმებელთა ურთიერთკავშირის მექანიზმის დანერგვა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა;

ლ) საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიის ადაპტაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

მ) სტუდენტთა საერთაშორისო მობილობისათვის მაქსიმალურად ხელშეწყობა;

ნ) სხვადასხვა ტიპის სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება

ო) აკადემიის სტუდენტებისათვის მათი პიროვნული ზრდისთვის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება;

პ) უცხოელი აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის აკადემიაში სწავლისათვის კომფორტული გარემოს შექმნა. სტუდენტებთან გვაკავშირებს 13 წლიანი გამოცდილება.

აკადემია აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამებზე შემდეგ პროგრამებზე (გორსა და თბილისში მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე):

• ფარმაცია
• საექთნო საქმე , პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
• კოსმეტოლოგია
• ტურიზმი, ბიზნეს ადმინისტრირება, სასტუმროების მენეჯმენტი
• კულინარია, ქართული და უცხოური სამზარეულო
• მასაჟის, ვიზაჟი,სტილისტი, კურსი
• საბანკო საქმე,ფინანსები,
• ბუღალტერია
• მეტყველება
• ჟურნალისტიკა
• სკოლამდელი აღზრდა , საბავშვო ბაღის აღმზრდელის (ძიძა)
• ოფისის მენეჯმენტის მართვა ადმინისტრირება
• გაყიდვები, მარკეტინგის მენეჯმენტი
• ფსიქოლოგია,არტ თერაპია
• იურისტთა საკვალიფიკაციო კურსი
• საოფისე პროგრამები, ქსელები, Iთ ინჟინერია, ა. შ.

ნებისმიერი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა საშუალება, სტაჟირება გაიაროს პროფესიის მიხედვით, სადაც ასევე შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმების.

დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ მოგვმართონ:

მისამართი: თბილისი აღმაშენებლის 172 .
გორი გარსევანიშვილის 3.
ტ. 593252508 . 593000684 .
http://bdc-academy.ge
bdc.academy@gmail.com

ევროპული განათლების აკადემია ,, ბიდისი’’ -ს
დამფძნებელი დირექტორი
ნათია შათირიშვილი

 

 

ქვეყნდება გავრცელების სერვისით

%d bloggers like this: