ევროპული განათლების აკადემია ბიდისი

ბიდისი აკადემია თქვენი წარმატებული კარიერის საწინდარია

BDC აკადემია 2007წელს დაარსდა და წარმატებით ფუნქციონირებს დღემდე. თბილისის, გურიისა და მარნეულის შემდეგ ქალაქ გორის მაცხოვრებლებისთვისაც გაიხსნა ბიდისი აკადემიის კიდევ ერთი ფილიალი.

აკადემიის მიზანია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შექმნას ეროვნული ღირებულებების მატარებელი ისეთი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ტრეინინგ ცენტრის სახით რომელიც ადაპტირებული იქნება არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და მის მოთხოვნებთან, არამედ შესაბამისობაში იქნება ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან.
აკადემიის მიზანია თითოეული მსმენელის ინტელექტუალური, კულტურულ, შრომითი და სულიერ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას არა მარტო კარგ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, არამედ ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ფორმირებას -გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრნი. დასახული მისიისა და მიზნების შესაბამისად. აკადემიის ძირითადი ამოცანებია საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება. საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა; მაღალ კვალიფიციური აკადემიური პერსონალის მოწვეული აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისაგან შემდგარი გუნდის შექმნა ; აკადემიის ადმინისტრაციის დაკომპლექტება პროფესიონალებით; აკადემიის თანამშრომელთა ( როგორც ადმინისტრაციის , ასევე აკადემიური, მოწვეული პროფესიონალისა და მოწვეული ლექტორების ) პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
ზოგად საკაცობრიო ღირებულებების დანრეგვა და გამომუშავება სწავლების პროცესში; სწავლებისა და აღზრდის პროცესის მუდმივი სრულყოფა; აკადემიის მსმენელების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აღზრდა; შრომის ბაზრის მიერ მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა. მსმენელთა და პოტენციურ დასაქმებულთა ურთიერთკავშირის მექანიზმის დანერგვა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა; საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიის ადაპტაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; სხვა და სხვა ტიპის სასწავლო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება; აკადემიის მსმენებისათვის მათი პიროვნული ზრდისთვის ხელშემმწყობი სხვა და სხვა ღონისძიებების განხორციელება; როგორც ქართველი ასევე უცხოელი სტუდენტებისათვის აკადემიაში სწავლისათვის კომფორტული გარემოს შექმნა.
ბიდისი აკადემიაში ტრენინგები გამიზნულია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. ამიტომ, ტრენინგის უმეტესი ნაწილი ეთმობა სხვა და სხვა „ქეისების“განხილვასა და ანალიზს, პროექტების მომზადებას განვლილი მასალის მიხედვით და მის პრეზენტირებას. შედეგად თითოეული მონაწილე თეორიულ მასალასთან ერთად ავითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მის მიერ არჩეული თემის გარშემო.
აკადემიის მიერ მოწვეული ტრენერები არიან პრაქტიკოსები, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სხვა და სხვა წამყვანი კომპანიების ტოპ-მენჯემნტსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბიდისი აკადემიის გორის ფილიალში მომხმარებლები არიან, როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციები, რომელთაც სურთ თავიანთი თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლება. ტრენინგ-ცენტრში ტრენინგები იგეგმება, როგორც ინდივიდუალურ პირთათვის, ასევე ბიზნეს კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, მათი მოთხოვნების, საჭიროებებისა და ამოცანების შესაბამისად.
მსმენლეს შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლოს შემდეგი სახის პროფესიები და მიიღონ შესაბამისი სერთიფიკატები როგორიც არის:

✔ ფარმაცია – კურსი მოიცავს სტაჟირებას სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში ( PSP, იბერია+, 36+ და წითელი A)
✔ ბუღალტერია – კურსი მოიცავს სტაჟირებას სხვადასხვა საბუღალტრო ორგანიზაციებში
✔ საექთონო საქმე – პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება – კურსი მოიცავს სტაჟირებას შემდეგ კლინიკებში: ავერსის კლინიკა; გორმედი; კლინიკა ნიუმედი
✔ ტურიზმი – კურსი მოიცავს სტაჟირებას სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებში
✔ კულინარია – სტაჟირება რესტორნებში
✔ სკოლამდელი აღზრდის მეთოდოლოგია
✔ მასაჟის, ვიზაჟის, სტილისტის კურსები
✔ საბანკო საქმე – სტაჟირება მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში
✔ ჟურნალისტიკა – სტაჟირება ტელევიზიებსა და ჟურნალ გაზეთებში
✔ ოფისის მენჯმენტის მართვა ადმინისტრირება (ორგანიზაციებში სტაჟრებით)
✔ აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები
✔ სალომბარდე საქმე
✔ მარკეტინგის, გაყიდვების და მენეჯმენტის კურსები
✔ ფსიქოლოგია
✔ იურისტთა საკვალიფიკაციო კურსი
✔ ინგლისური, რუსული და გერმანული ენების კურსები (ყველა დონე)
✔ საოფისე პროგრამები, ქსელების და აიტი ინიჟინერიის კურსები
რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი, სტაჟირების დამადასტურებელი ცნობა და სარეკომენდაციო წერილი .
წარმატებულ მსმნელებს ეძლევათ რეალური დასაქმების შესაძლებლობა. აკადემიას უკვე ყავს არაერთი წარმატებული კადრი დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ ბიდისი აკადემია მაქსიმალურ ხელშეწყობას პირდება სწავლის საფასურის ხელმისაწვდომობაში სოციალურად დაუცველ პირებსა და დევნილებს, რათა მათ შესძლონ მიიღონ სასურველი განათლება. წარმატებულმა სტუდენტებმა შესაძლოა მიიღონ დასაქმების შეთავაზება სტაჟირების პროგრამაში ჩართული რომელიმე სტრუქტურული ერთეულისგან.
✔ დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ მოგვმართონ
მისამართი: ქ. გორი. გარსევანიშვილის 3.
ქ. თბილისი, რუსთაველი 36. სად. 1 სართ.2
ტელეფონი: 032 2514730 / 593252508
ელ-ფოსტა: academy@bdc-center.ge
ვებგვერდი: www.bdc-center.ge

%d bloggers like this: